დედა! სადაც ხარ გჯეროდეს ჩემი...
სიამაყით სავსე თვალებით უყურებდა ჩემს პირველ სატელევიზიო ინტერვიუს, თუმცა თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმად მოიწმინე. რამოდენიმე დღის წინ გავიფიქრე ტელევიზიაში რომ მიგიწვიონ რა მოხდებაო? სანამ დედა ამ ფიქრებში იყო მე ტელევიზიაში ინტერვიუს ვწერდი. ეს კი იმის საშუალებას მაძლევდა მისთვის კიდევ ერთხელ მეთქვა დედა! იამაყე! გჯეროდეს ჩემი... ის კი კვლავ გაიმეორებდა მე კი არა სხვებმა უნდა შეგაქონ, მე კი ყოველთვის მიკვირდა რატომ ვერ აცნობიერებნენ მშობლები, რომ ყველაზე დიდი სტიმული მათგან წარმოთქმული სიტყვებია ,, შვილო მე მჯერა შენი,, ადამიანის ბუნება ასეთია ყველაფერს ეგუება, იმედგაცრუებას, წარუმატებლობას, ტკივილს და ყველაფერს რაზეც ოდესმე უთქვამს მე ამას ვერ გადავიტანო. ასეთი ტკივილია დედის დაკარგვაც ჯერ დაუცველად გრძნობ თავს თითქოს სრულიად უმწეო გახდი, სწორედ ისეთი როგორიც ამ სამყაროს მოევლინე. შემდგომი ეტაპია წინააღმდგებოდა თითქოს და თავს უფლებას არ აძლევ იფიქრო ნეგატიურად, ვითომ არც არაფერი მომხდარა, ხოლო შემდეგი ეტაპია შეგუება, მიიღე მოცემულობა, იცი როგორი ტკივილიც არის მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა. თითქოს ამ უკანასკნელი ეტაპით ყველაფერი სრულდება. დრო გავიდა და შენც შეეგუე, მაგრამ ეს არც ისე მარტივია რადგან გულში არის ლაქა, რომელიც ერთდროულად მონატრებას, სითბოს და სიყვარულს ერთდროულად აღვიძებს, გონებაში იმეორებს მის წარმოთქმულ სიტყვებს, იცი რომ ვერასდროს ჩაეხუტები, ეს შეგრძნება კი სამუდამოდ შენთან რჩება, მისგან კი ვერასდროს განიკურნები. აი ასეთები ვართ ადამიანები! ვაგრძელებთ გზას, მივდივართ მიმართულების გარეშე. მივყვებით დინებას წარმოუდგენელი შინაგანი პროტესტით. გულში კი ყოველთვის არის იმედი, რომ დედა ყოველთვის შენს გვერდით არის. დედა! სადაც ხარ, გჯეროდეს ჩემი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი