უაზრო ლაბირინთი


ძალიან მარტივია მიზეზი, იმ რთული გზებისა, რომლებსაც ჩვენ გირჩევთ..
ლაბირინთში მოხვედრა, საიდანაც გამოსვლა რთულია, გზები ჩახლართული, დაბრკოლებები, რომლებიც ხელს გიშლის წინ მალე წახვიდე..
რატომ ვირჩევთ რთულ გზას?!
ეძებ უსასრულობას, ეძებ შენს თავს, ადგილს ამ სამყაროში, მაგრამ სანამ გააცნობიერებ ყველაფერს თავს ანებებ, ივიწყებ იმასაც, რასაც ასე გულით ეძებდი.  მოდით ვაღიაროთ, უაზრო ლაბირინთში სიარული უფრო სასიამოვნოა, როცა უსასრულოდ ეძებ გზას , იმ გზას, რომელიც ამ წყეული ლაბირინთიდან გაგიყვანს,  მუდმივად გიწევს თავის გადარჩენა. 
გეშინია, ხვდები, რომ თუკი გასასვლელს მიუახლოვდება არაფერი არ დახვდება, გაშინებს იმაზე ფიქრი, რომ იქ დარჩები სამუდამოდ. გირჩევნია იხეტიალო,იმედიანი თვალებით, უაზრო ლაბირინთში.
როცა იმედი ამოეწურება , გგონია რომ სამუდამოდ ჩაიკეტე,  როცა უცნობია შენთვის გასასვლელი, მას მხოლოდ მაშინ მიადგები, როცა ბოლო ჯერ ჩაისუნთქვამ ამ ქვეყნიერებას, სწორედ მაშინ დაიჭერ იმ ემოციებს, რომლებიც ბოლოს ყელში მოგიჭერს და სუნთქვას  შეგიჩერებს....
ამონარიდი წიგნიდან ,,ჭეშმარიტად ცოდვილი,,
ავტორი: მაკო ბერეჩიკიძე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი