ევროპელები ვართ თუ გარყვნილი თაობა?!
როგორც იცით ბავშვობაში მდიდრულად არ გავზრდილვარ, შეიძლება ითქვას , რომ ჩემს გაზრდასთან ერთად ჩემი ოჯახის შემოსავალიც იზრდებოდა. მახსოვს ჩემი ბავშვობა, რომელიც თბილისის არც ისე პრესტიჟულ უბანში გავატარე, გარემო, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა. ,,ნაბიჭვარი კეთილის მსურველები,, ასე მოვიხსენიებ მეზობლებს, რომლებიც ჭორის ბიუროში იყვნენ დასაქმებულები. სასწაული ხალხია რას ვერჩი? არა რა ჯობია ახალგაზრდა ჩაჩაჩული შარვლით სადარბაზოში, რომ ჩამოხვალ სიგარეტს მოუკიდებ, რომ ცოტა გააბოლო, გინახავთ მათი სახეები? ჯერ უცხოპლანეტელივით გაკვირდებიან, შემდეგ ის ბინძური აზრები, რომლებმაც თავში გაუელვეს ნელნელა იწყებს ხმამაღლა წარმოთქმას. ქართველი? ის ხომ სულს გაყიდის , ოღონდ ვინმეზე იჭორაოს, თან ცოტა მძაფრი კრიტიკა და ერთი ორი შეთხზული ისტორიაც თუ არ მიამატა რაა მამული?!..... ჩემი ფავორიტი მაინც ასაკში შესული ჭორიკანები არიან, აი ისინი საუბარს საბჭოთა კავშირით რომ იწყებენ, როგორ დადიოდნენ რუსეთში ქალებთან საგულაოდ, ბოლოს რომელიმე მეზობლის ბიჭის გაჭორვით ამთავრებენ, გაიგეთ ალიკას ბიჭს ყურები გაუხვრეტია, დადის მოტკეცილი ჟინსებით, რა ქნას საწყალმა ალიკამ მგონი ბიჭი აღარ ყავს, აბა რანაირი კაცი დადგება მაგისგან. აბა საწყალი ალიკას ბიჭი, საყურე თუ ჩამოიკიდა ყვერები გაუქრებოდა, თუ მამაკაცობა რუს ნაშებში გულაობით მტკიცდება... ბავშვობიდან გვასწავლიან რომ უფროსებს პატივი ვცეთ, თუმცა ეს მიდგომა არ ამართლებს უფროსებს, კი არა ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი. აბა იკითხეთ ჭორიკანა სექტაში ახალგაზრდებზე რას ფიქრობენ, ამაზრზენია მაგრამ, ვერ ეგუებიან თაობათა ცვლას , მენტალიტეტს, რომელიც ეტაპობრივად იცვლება, რამოდენიმე თაობა და ჩვენი მენტალიტეტი მთლიანად შეიცვლება. ახალგაზრდებს ვინ სცემს პატივს? ჩვენ დავაშავეთ რამე რომ განსხვავებულ დროში დავიბადეთ და ამის მიხედვით ვაგრძელებთ ასპარეს? იკითხეთ ჭორიკანა სექტაში რას ფიქრობენ ჩვენზე? მათთვის უბრალოდ გარყვნილი თაობა ვართ, რომელიც ევროპელობას ამოფარებული ცდილობს ბოზობის დამალვას.... სინამდვილეში ვინ ვართ ევროპელები თუ უბრალოდ უზრდელი თაობა? ამაზე ბევრს ვიმსჯელებთ, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ჩემო მკითხველო თქვენთვის მომინდია, რადგან ის ჩვენს თავშია, როგორ აღიქვამს თავს ევროპელად თუ აღიარებ , რომ უბრალოდ გარყვნილი ხარ.....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი