Sex once a year ,, სექსი წელიწადში ერთხელ"
,, სექსი წელიწადში ერთხელ“ საქართველო. 22 მაისი, 2020 წელი. გამძაფრებული განხილვა ე.წ ქალიშვილობის ინსტიტიტის თემაზე, არა არ მოგესმათ და დიახ 21-ე საუკუნეა..... დილის 7 საათი, ქუჩიდან შემომავალი ხმა ბოზია! ბოზია! ეგ ქალია?! გაიარა ყველა კაცის ხელში, იხმარა მთელმა თბილისმა....... დილამშვიდობისა მე ნინა ვარ. გოგო, რომელსაც ასეთი მეზობლები ჰყავს, ვიცი რომ თქვენც განებივრებული იქნებით ასეთი გარემოცვით და მარტო არ ვარ. თანამედროვეობა და თავისუფლება? ნუთუ ამის ვინმეს სჯერა, როდესაც ბავშობის კომპლექსები ფეხის ძირიდან დაწყებული შენს გაზრდასთან ერთად იწევს ზემოთ და ყელზე ისე მძაფრად გეხვევა თითქოს ელოდება მომენტს და ჰოპ...... შენ აღარ არსებობ........ აქ ხმაურს ყველა მიეჩვია, ზოგიერთს კი ისე უყვარს ეს სკანდალები ფინჯანი ყავით მზად არის დილის რუტინას შეხვდეს. იცით ხალხი გაცივდა უბრალოდ ასეთ სიტუაციაციებს მიეჩვია გულქვა გახდა. ადრე განვიცდიდი ძალიან მძაფრად, თუმცა მგონი მეც შეჩვევის ბოლო ეტაპზე ვარ და მალე დილის ყავით დავხვდები შემდეგი ჩხუბის სიანს..... კი, საქართველოში აშკარად ისევ გასაჭირია უსექსობის, აქ ხომ მორალს საზოგადოების ნაწილი გვიკითხავს, რომლებმაც დღემდე არ იციან რა არის სიამოვნება და არა სექსი ინკუბაციიისთვის.... აქვე გეტყვით, ყველას გვიყვარს ცინიკური საუბარი, სინამდვილეში კი აქ საკუთარ თავს დავცინით, ხო ახლაც გამეღიმა.... რატომ? მე ის გოგო ვარ, რომელსაც სექსი წელიწადში ერთხელ აქვს. ალბათ უკვე გამკიცხეთ, თუმცა ვიმედოვნებ მოაზროვნე ადამიანებიც დარჩით, რადგან ჩემთვის ეს ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენთვის ამ წიგნის წაკითხვა. ბედნიერი ბავშობის მნიშვნელობა ყოველთვის მაინტერესებდა, როგორია? რა მინდა ბავშობაში? სწორედ მაქედან იწყვება ჩვენი ყველა ტრამვის საწყისი, არ დაგავიწყდეთ ქვეყანაში ვართ სადაც თუნდაც 34 წლის იყო და ქმარი არ გყავდეს შენ აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყო, ისე ხომ არ მისცემ ვინმეს....... ყველას სექსუალური სურვილები და იდენტობა განსხვავებულია თუმცა, აქ ამაზე ვერ ისაუბრებ, ვფიქრობ უმეტესი ადამიანის გონებაში დაილექა ეს დოგმები და გაუზრებელი იმპოტენციის სინდრომით ვართ შეპყრობილები. პირველი ღამის შიში, სექსის დროს ფიქრი, ნათესავებზე, მეზობლებზე მათი სახეები თუკი გაიგებდნენ, რომ შენს ქორწინების გარეშე გაქვს ურთიერთობა, მის მკლავებში გახვეული ფიქრობ ნუთუ მხოლოდ ეს არის? ამის გამო მკიცხავენ? ფიქრები ყველასა და ყველაფერზე გარდა იმისა, რომ უბრალოდ მოდუნდე და პროცესით ისიამოვნო. ჩემი ყველა ისტორია წლის დასაწყისში იწყებოდა და გაუზრებლად რამდენიმე დღეში, კვირაში, თვეში სრულდებოდა. ვინმეს, რომ ეთქვა სექსი მხოლოდ წელიწადში ერთხელ გექნებაო, მაგრად დავცინებდი. არა გატყუებთ, ეს ახლა დავცინებდი, თორე ჩემი სხვადსხვა ასაკის პერიდში განხვავებული რეაქცია მექნებოდა, მე ხომ გოგო ვარ, რომელმაც საკუთარი ტრამვის და კომპლექსების დასაძლევად მანიპულატურ ნაბიჭვართან დაკარგა ქალიშვილობა. მაგრამ მან მოახერხა და ჩემთან კონტაქტში შემოვიდა, შემიცნო, იმდენად, რომ ჩემს სულში დაიწყო ხელების ფათური, გამოგიტყდებით ეს საშინლად აღმაგზნებდა, სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ მის მიმართ გაუზრებლად ლტოლვა გამიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვხდებოდი ეს ადამიანი მანიპულატორი ნაბიჭვარი იყო და ისე გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან თითქოს არც კი არსებობდა. მე მასთან სექსი მინდოდა, რაც მთავრია იმდენად ნაბიჭვარი იყო, რომ მის მიმართ გრძნობები არ გამიჩნდებოდა......... პირველი ღამე არც ისე სასიამოვნოა, რატომ ელოდებიან ასეთი მოთმინებით, ალბათ ეს არის დაბრკოლება, რომელიც უნდა გადალახო, ყველა კომპლექსისა და ტრამვის გამო....................................... რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ვხდებოდი, რომ ვირტუალური ურთიერთობებში თავს თავსუფლად ვგნობდი, არც არის გასაკვირი აქ თითქოს უფრო მეტად ვიგრძენი თავისუფლება....... დავიწყე ჩემ სექსუალურობაზე ფიქრი და ძიება; მისტიკურის, ეროტიულის, სადაც ლტოლვა უსაზღვროა და სურვილები გონებას აუპატიურებს........ თუმცა აქ მთავარია რეალობისა და წარმოსახვის ურთიერთ შეთავსება......... ემოციური ეიფორია, ძლიერი სურვილი და ენერგეტიკული კავშირი, პეპლები მუცელი? არა ეგ სისულელეა, შიში განცდა იმის, რომ ვიღაცის ნაწილი ხდები და ეს ვიღაც შენს გვერდით არის...... მოულოდნელობა? არა ეს კავშირი დიდი ხანია არსებობს უბრალოდ იგრძენი და დანებდი, თითქოს მზად ხარ შეგრძნებებისთვის, მაგრამ მაინც გაჩერებს რაღაც ალბათ იმის შიში, რომ ეს ემოციური კავშირი და ენერგეტიკა მხოლოდ ილუზია იქნება, ის ლტოლვა მხოლოდ ვირტუალური და როგორც კი რეალობაში მოხდება ეს ყოველივე ის სამუდამოდ გაქრება და იტყვი მხოლოდ ეს არის? დაიწყებ იმაზე ფიქრს ღირა კი ამად ყველაფერი??........................
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
საონტერესოა, თქვენი თვალებით დანახული ეს ყველაფერი'...