რაღაცა ხელს მიშლის


რაღაცა ხელს მიშლის 
წინ ვეღარ მივდივარ,
ფიქრები მამძიმებს,
რა გზებით ვიარო?

ხელების ცეცებით
მზის ,,ჩამრთველს“ დავეძებ 
და ვერც კი ვხვდები, რომ
ადგილზე ვტრიალობ.

ისრუტავს ყველაფერს 
სიბნელის ლანდები,
რად ვერ მოვიკალი
სიცოცხლის წყურვილი?

ვეძებ და ხელების
ცეცებით დავდივარ,
ვეძებ და ბობოქრობს
მზის ჩართვის სურვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი