მე ისევე ვიხსენებ
მე ისევე ვიხსენებ საღამოებს, დარიანს, ქუჩის მიღმა ნაბიჯებს გითვლიდი და გიცქერდი. მერე გულის ფანცქალით, (ვითომ ვერც კი გამჩნევდი) სასეირნოდ მოვრბოდი, ლამაზ კაბას ვიცმევდი. ჩავუვლიდი აივანს, სადაც ვითომ ვეძებდი- მოკისკისე დაქალებს, შენ კი თვალს გარიდებდი. მერე, ვითომ დობილის ცდაში ვიყავ გართული, იქვე, შორიახლოში, უხმოდ დავაბიჯებდი. მიდიოდნენ დღეები მე კი ლანდად ქცეული, დავყვებოდი ნაბიჯებს შენ რომ გზაში ტოვებდი. იმთავითვე ვიცოდი კვალი ამერეოდა, ერთ დღეს გამოვიდოდი და ვეღარსად გპოვებდი. მაინც ზოგჯერ ჩუმ-ჩუმად ნაფეხურებს გპარავდი, გიმზერდი და ვიცოდი, შენ ვერაფერს ხვდებოდი. მე კი ყოველ საღამოს, როცა დაგინახავდი, ქუსლიანებს ვიცმევდი, დაქალს ველოდებოდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი