სად აღარ ვიარე
სად აღარ ვიარე, სად აღარ ვიმღერე, შემაცვდა დარდები გულზე და თვალებზე, ვმღეროდი, რას აღარ ვმღეროდი გზა და გზა, ყვავილზე ბალახზე, მზეზე თუ მთვარეზე. არავინ მისმენდა, გრძნობებით ანთებულს, არავის ესმოდა, არავინ მამჩნევდა, იდგა შემოდგომა, ფერადი სეზონი... მე კი ვმღეროდი და სიმღერა მარჩენდა. თვალებში ცვიოდნენ ფერადი ფოთლები, თვალთაგან მცვიოდა, რასაც ვერ ვამბობდი, მზეებს ვაგროვებდი ცარიელ ხელებში, მოყინულ ობლობას ხელებით ვათბობდი, ახლა ნუღარავინ ნუღარ გამიხსენებთ, არ მსურს რომელიმეს რამე დაგავალოთ, მე უკვე ვისწავლე სულის განკურნება, საკუთარ ტკივილებს ვიყენებ მალამოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი