08. 08. 08.


0808.08

თქვენს ნაბრძოლ მიწას ისევ სდის სისხლი,
ისევ აცვიათ შავები დედებს,
წლების წინანდელ ტკივილებს იხსნის
გული და სისხლსაც რა შეადედებს.

ვერ დაიამეს ნაიარევი,
მიწა გაფატრულ გულს ჰგავს ისევე,
ნეტავი მიწას ვინც კბეჩდით კბილით,
ახლა მიწაში როგორ ისვენებთ.

ანდა სიკვდილი თუ ჰქვია სიკვდილს,
რომელსაც უსწრებს გარდაცვალება?
ვხედავ და მესმის და მაინც მიკვირს,
ღირდა სიკვდილი, ამდენ წვალებად?

ჰეი, თქვენ, ვისაც სისხლი გიდუღდათ
და ვინც მიწაში აგრძელებთ დუღილს,
ნუთუ ამ მიწას, სისხლით გაპოხილს,
თქვენი სიკვდილი 
არაფრად უღირს.

რა მიაყუჩებს გულს, გადახლეჩილს,
ისევ სველია შავი მანდილი,
ვერ გადარეცხავს სისხლს ვერასოდეს,
ცრემლი თქვენს გულზე ჩამოვარდნილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი