მე ლურჯი ზეცა მეხურა ოდეს
მე ლურჯი ზეცა მეხურა ოდეს, შენი ფიქრები ჩემს ფიქრებს ჰგავდნენ, და გულს რამდენი ჭდე უნდა ჰქონდეს, რომ აღარ მწამდე? ისევ გვიანი არის ყოველი, ქარი მატარებს ისევ ყოველდღე, მზიან ამინდებს აღარ მოველი, ღრუბლებს მოვედე. მოგონებები დღეებს ღებავენ, ეძებენ ღია კარსა და სარკმელს. უთქმელად ვარ და ვეღარ მხედავენ... ვიგუბებ სათქმელს. დუმილით ვსაუბრობ უმეტესად, სათქმელის ამოთქმა ვერ ვისწავლე ადრე რომ გახსოვდი, აღარა ვარ, მე უკვე, შ ე ვ ი ც ვ ა ლ ე !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი