წყალსა და ნიაღვარს ვატან ძველ სატკივარს


წყალსა და ნიაღვარს ვატან ძველ სატკივარს,
დღეებს გონებიდან უღვთოდ ვანადგურებ,
ვიცი ეს სამყარო დიდხანს ვერ ამიტანს,
სწორედ ის დამღუპავს,
გულში რომ ვაგუბებ

დარდებს 
და ქარიანს ველი შემოდგომას,
ათასგვარ ფერს ვარჩევ ჩემი ბოლო დღისთვის,
ღმერთო ეს ფერები შენს ტაძართან მომაქვს,
შიგნით ვერ შევდივარ და არ ვიცი, რისთვის

გადავეგო 
უნდა ამქვეყნიდან ისე,
ვეღარ მომიძიოს შვილებმა და ქმარმა,
და ასეთი წასვლა, - მითხარ, თუკი მისმენ,
როგორ შევძლო ღმერთო, უსუსურმა ქალმა?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი