ზურგიდან მოვიხსნი და დავფერთხავ


ზურგიდან მოვიხსნი და დავფერთხავ
ჩემი პოეზიის ხურჯინს.
ლოთებმა ვიკითხოთ თუ არა,
ვინც არ სვამს იმათ რა უჭირთ.

რა დროს ლექსია და პოეზია,
მეწყერს წაუღია სტრიქონები,
ერთხელ მეც დავკარგე გულისსწორი,
ფუფალასავით რომ ვიგონებდი.

მერე გულდამწვარი ლექსებს ვწერდი,
დარდით ვიხოკავდი პირისახეს,თუმცა გონებიდან ამოვიგდე,
გულში ვინახავდი იმის სახელს.

მე ვიცი ფხიზელის აზრები და
ჭკუას ნუ მასწავლი სიმთვრალეში,
რა მოხდა, ერთხელ თუ მეც დავთვერი,
ტკივილით სასმელში ვითარეშე.

ახლა რაღა დროის ლექსებია?
ქარებს ადრე ვათვინიერებდი.
თუმცა ერთხელ, როცა ჩემს პირდაპირ,
ჩემს გულისსწორს ვათვალიერებდი,

სიტყვაც არ მითქვამს და მივხვდი, მაინც
გამცეს ამ საცეცხლე თვალებმა...
მოდი თუ ღმერთი გწამს, დავლიოთ და ლექსები მერე ვწეროთ, მთვრალებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი