ჩემით ვიშენებ ოცნების კოშკებს
ჩემით ვიშენებ ოცნების კოშკებს და უფრო მეტად წარსულზე ვწუხვარ. ჩემს ირგვლივ ყველა ნუგეში მოსპეს, ცას ვასამარებ და მიწას ვბურღავ. მე არ ავდივარ გოლგოთის მთაზე, ჩემთვის გოლგოთა არის დიდება, მე აქვე უნდა გამაკრან ჯვარზე,უ უნდა მიმახრჩონ ჩემმა თითებმა. ჩემი გვამი კი ბნელში მიჰქონდეთ, საზარელი ხმით, ავ მიკიოტებს და ჩემი სული, ბურუსით მოცულ მიკიოტების გუნდს მიჰკიოდეს. მე მიწა უნდა ვზილო ფეხებით, თუმცა საშველი იქნება არსად, ცოდვიდან ცოდვას გადავეხლები და დამიჯდება სიცოცხლის ფასად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი