მარიამობისთვეს ველი


ჩუმად ვზივარ და ველი,
მარიამობისთვეს, 
სიოც მიყუჩდა, ნელი,
ძილმორეული თვლემს.

ფერიცვალების დროა,
სამყარო იცვლის ფერს,
ღმერთი ნუგეშად მოვა,
სული ზეცაში ფრენს.

ქარი მიყუჩდა ველზე,
სასწაულს უცდის ღვთის,
სულს ეფინება სიმშვიდე,
ხატებს მირონი სდის.

იქნება ფრთები ავუწყო,
ნოეს მშვიდობის მტრედს.
რადგან სუყველას ვაუწყო,
ნუ ემდურიან ბედს.

მარიამობის თვეს ველი
ტანში საამოდ მცრის.
სულო, ზეცაში აღზევდი,
ნუ მიიძინებ ძირს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი