ვაგრძელებ დღეებს და


ვაგრძელებ დღეებს და
ვაგრძელებ სიცოცხლეს,
ბგერები თავისით მორბიან ყელიდან.
დასალევს შევები
და ყველამ იცოდეს,
გავლოთდი მგონი და
წავედი ხელიდან.
მე ახლა არ მჯერა ნამდვილი ფიცის და 
მე ახლა სუყველა არმსმელს ვეჯავრები,
ჩემზე ჭორაობენ
ეს ზუსტად ვიცი და 
ბეჩავს მიწოდებენ,
თვითონ ბეჩავები.

მე კი, ისევ ვსვამ და
გზაზე მივბარბაცებ,
ზოგჯერ უსმელობით
გული დაღონდება,
რადგან სიფხიზლეში
ბრბოს ვგულშევმატკივრობ,
ხოლო სიმთვრალეში
ღმერთი მაგონდება.
და სწორედ ამიტომ,
პულსი გავაჩერე,
ყველა დარიგება ჩავყარე ნაგავში,
რადგანაც ამქვეყნად ვერვინ დავაჯერე,
რომ კი არ გავლოთდი
მკვლელობას გადავრჩი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ი.ო.ა.ნ.აFbi4 წლის წინ

შენ გაგიმარჯოს ამ სიტყვებისთვის🙏 ქიზიყური რქაწითელით გლოცავ🙏

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი