გარეთ ახლა ისევ წვიმს
ახლა გარეთ ისევ წვიმს შუაღამეს გადასცდა, მე კი გულში ისევ მწყინს, სულ პატარა რაღაცა. ღამეები ისევ მძაგს, როგორც ეს გულჩვილობა, მე კი გულში ისევ მაქვს, სულ პატარა ჭრილობა. რამე მაინც მანიშნე, როდის უნდა გათენდეს? იქნებ მზე რომ ამოვა ეს იარაც გამთელდეს. თუმცა ჯერ არ თენდება, სიზმრები კი ქრებიან. ჩემი უტყვი ფიქრები წყვდიადს ეხეთქებიან - რადგან, გარეთ ისევ წვიმს, თუმცა თორმეტს გადასცდა. მე კი გულში ისევ მწყინს, სულ პატარა რაღაცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი