,,აღარც ღრუბლები და აღარც ვარსკვლავები“
აღარც ღრუბლები და აღარც ვარსკვლავები, მხოლოდ მთვარე შერჩა ცაზე, გალეული. ფერი შეუცვლია, გაფერმკრთალებულა, ცაზე დაბარბაცებს მართლა მთვარეული. იქნებ გაყინული გულის გათბობა სურს, აბა მოსვენებას სხვა რა წაართმევდა?.. იქნებ ვინმე მგზავრმა გაცილება სთხოვა, გამოაცილა და თავზე დაათენდა. მთვარევ, შენ ხომ იცი უძილობის დარდი? მიზეზები შენთვის ხშირად გამინდვია. ახლა შენც მითხარი შენი სატკივარი ხედავ? ქარიანი, შლეგი ამინდია - შენ კი მთვარეული ძლივს რომ მიბარბაცებ, მომიყევი შენზე, აქ რატომ ხარ ამ დროს? ვშიშობ, უშენობით დარჩენილ ღამეზე, ქარი უბერავს და ძირს არ ჩამოგაგდოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი