სულო, ცდუნებამ რამდენჯერ უნდა გძლიოს


სულო ცდუნებამ რამდენჯერ უნდა გძლიოს და მაინც, ცოცხალი დარჩე?
წამომაყენე უფალო ისევ, ხედავ? 
სავალ გზას ეკლიანს ვარჩევ,
და მერამდენედ ვიბრუნებ რწმენას...
და მერამდენედ ისევ უარგყოფ,
მაინც თავიდან ვბრუნდები შენთან, 
ეგ ჭრილობებიც მტკივა, თუ ატყობ.
მთელი ცხოვრება ვდევნიდი ეშმას,
ვეზიდებოდი ცოდვიან ურმებს...
და ვერ ვხვდებოდი, მთელი ცხოვრება,
საკუთარ სხეულს ვძარცვავდი თურმე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი