დუმხარ და


დუმხარ და ცეცხლს მინთებს ეგ შენი დუმილი.
ჩემს ბოლო იმედებს ჩიტები კენკავენ.
დუმხარ და მამწარებს უთქმელი სიტყვები,
მკლავს ეგ უთქმელობა, ტყვიები ვერ მკლავენ.

ფიქრები, ფიქრები
და ისევ ფიქრები,
დარდს აღარ ვყოფნი და ჩემს თავს ვეწირები.
ვინ იცის, იმქვეყნად როგორი ვიქნები,
ტკივილის ზიდვაში ვის შევეწილები.

ათას ეშმაკეულს ვეღარ ვიგერიებ,
მღუპავენ მგონი და ჩემზე იცინიან,
ქრება მოგონება, სიზმარგარეული,
ჭკნება ჩემი სულის თეთრი გლიცინია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი