ღამე გასერა ჩემმა ვარსკვლავმა
ღამე გასერა ჩემმა ვარსკვლავმა, და ღმერთმა უწყის სად ჩამოვარდა. ოდესმე ცაში თუ ავიჭრები, ეს ზუსტად ვიცი, ვერ ჩამოვალ და ისევ ეშაფოტს უნდა ველოდო, უნდა ვისმინო უცხო კრიახი, რომ შევასრულო ჩემი პირობა, რომ დავაპურო ჩემი წიაღი. რომ დავანგრიო ყველა კედელი, ყველა მოსისხლე მოყვრად ვაქციო და სიყვარულის თეთრი დროშები, შავი ღრუბლების ზემოთ ავწიო. ზეცა გასერა ჩემმა ვარსკვლავმა, მე კი წამებში ვუთქვამ სურვილებს, რათა ამიხდეს, სანამ სიკვდილი სიცოცხლის კარებს დამახურვინებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი