სამშობლო


ს ა მ შ ო ბ ლ ო

შიშველი ხელებით აგვიგია:
ზარზმა, გელათი თუ ნიკორწმინდა.
ვიცი დაღლილ გულს და დაღლილ მუხლებს,
მტერი არასოდეს გიკოცნიდა.

ომობდი, ბრძოლობდი და ბედშავობდი,
არასდროს დაჩოქილხარ ქანცგაცლილი,
ბევრი მიიბარე შენს წიაღში,
შენი მიწა - წყლისთვის გარდაცვლილი.

ნეტავ რა ჯადო გაქვს ამისთანა, 
ნეტავ რა თილისმას მალავ გულში,
რატომ გვეცილება მტერი მუდამ,
შენი ცის და მიწის სიყვარულში.

ხატებს ვეფერები ღვთისმშობლისას,
ვუნთებ წმინდა სანთლებს და კანდელებს,
შენი მადლიანი მიწის ზურგზე,
ამდენ ქართველებს რომ გვაქართვეელებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი