მიწამ ვეღარ დაიტია


მიწამ ვეღარ დაიტია შენი სიმსუბუქე,
ზეცის კარი გამოაღე, მკრთალად გააშუქე.

გადმოფინე იარები, ღიმილებით სავსე,
აფარფატე, აფრიალე, დედამიწის თავზე.

ნეტავ ახლა რაზე ფიქრობ, რას ნატრულობ, სად ხარ?
რატომ აღარ შეიძლება ჩვენთვის, შენი ნახვა.

ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად, შენთვის გადაიქცა,
ახლა მხოლოდ სამარეა შენი ცა და მიწა.

ჩვენ კი ისე დავაბიჯებთ დედამიწის ტანზე...
ჩვენ კი ისე გადავწიეთ მწუხარება განზე,

რომ ხელები შეგვრჩა სველი, თვალები კი მშრალი,
აღარც დილა თენდება და არც ღამეა შავი.

და ისევე ცისკენ ხედვა გულს გვატკიებს ძალზე,
რადგან შენი იარები ფრიალებენ ცაზე.

ღიმილებით შეფაკლულა შენი მმკრთალი ლანდი,
ნეტავ მაშინ სად ვიყავით, შენ რომ დარდებს კლავდი.

ზოგჯერ ნანობს კაცთა მოდგმა, თავის ყოფას, დუხჭირს,
რადგან მათი დამკვიდრება დედამიწას უჭირს.

შენც არჩიე ალბათ ზეცა,მოიღერე ყელი,
გაღიმებულ ტკივილებით, ღრუბლებს აუყევი.

იმ დღეს შენი სიმსუბუქე, ოთახს დარდად ეცვა,
შენკი მიწა დატოვე და გააშუქე ზეცა.

ახლა ფანჯრებს აღარ ვხურავთ, ქარს არ ვუფრთხით მცირეს,
რადგან შენ აქ აღარ ხარ და აღარ გაგაცივებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი