ხელის გულზე ვიწერ სიტყვებს
ხელის გულზე ვიწერ სიტყვებს, რაც ტკივილად მადევს, მერე წვიმას ვუწვდი ხელებს, წვიმა რეცხავს დარდებს. ვერ დავძლიე ვერაფერი, ისევ ველი ქარებს, დაჰბერავს და შემოდგომის ფოთლებს ამაფარებს. ახლა წვიმს და მე ყურს ვუგდებ, ფანჯრის მიღმა რითმებს. ქარს ველი და ნერვიულად, ვიმტვრევ ხელის თითებს. იქნებ სულაც არ დაჰბეროს, ეს თვე გააცდინოს, გული სისხლის გადასხმას მთხოვს, გადარჩენას ცდილობს წვიმა რეცხავს ფანჯრის მიღმა დატოვებულ სამყაროს, ფიქრებს სურს რომ გამაგიჟოს, ამ ქვეყნიდან ამყაროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი