მე სიძულვილზე ვერ დავწერ ლექსებს


x x x x x
მე სიძულვილზე ვერ დავწერ ლექსებს,
რადგან სამყაროს ვიტევ თვალებში,
ვიტევ იმ დღიდან, დედამიწაზე ადამიანად როცა დავეშვი.

როცა პირველად ვნახე იები,
როგორ სდიოდა დედაჩემს ცრემლად.
მე სიძულვილზე ვერ დავწერ ლექსებს,
ვერ გავძლებ გრძნობის გადმოუცემლად.

ვერ დავწერ რადგან მიყვარს ეს მიწა,
ხეზე შემხმარი ტოტებიც მიყვარს,
და ასეთი ვარ, რაც ვარ და ვინც ვარ,
ჩემი წილი დრო ლექსებით მიმყავს.

ზოგჯერ ამაოდ ვებრძვი კანონებს,
ზოგჯერ მეც ვარღვევ დადგენილ წესებს,
მაგრამ რამდენიც უნდა ვეცადო,
მე სიძულვილზე ვერ დავწერ ლექსებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი