მე აგიშენე ეგ ციხე-კოშკი.


მე აგიშენე ეგ ციხე - კოშკი,

მერე გრძნობის რომ გექცა დილეგად

და ყოველგვარი საზღვრების მოშლით,

შემოგეპარე ფიქრში დინებად...

და აგიდუღდი, წითელ კაბაში, 

როგორც მაჭარი თიხის ჭურებში,

ვერ დავასრულე ჩემი პარპაში -

შენი დილეგის ბნელ კუნჭულებში.

მე აგიშენე ეს მყარი ციხე

და მოგინგრიე ძველი ბინები,

ახლა უტეხდ, სიყვარულს გიმხელ,

ძარღვებში სისხლად დავედინები.

მოგისპე ყველა ნერვი და ძარღვი, 

ფრთა მოვუკეცე ოცნებებს ფრთიანს,

როგორც ოჯახის ერთგული ძაღლი,

ისე ვდარაჯობ შენს გულის ფრიალს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი