შემოდგომა
შემოდგომა შეათოვს სევდას ყვითელ ფოთლებად და შემოდგომა მოილევს ქორწილს, მერე წამოშლის ღრუბლებს ჩაწოლილს და ნასუფრალზე ოქროსფრად მოწვიმს. ფეხი ეშლება სუფრიდან ამდგარ, გრძნობებით დამთვრალ ოქტომბრის ღამეს, მიწის უბეში ცრემლივით ჩამდგარ - ნაწვიმარ გუბეს გაუთხრის ღარებს. ნისლები მთებზე მანდილებს ქარგავს, ნადირი ბარში ჩამოიხიზნა. ქარი ახვეტავს ფოთლების ფარდაგს, ჰა, ნოემბერმაც გამოიფხიზლა. წრიალებს ქარი, უმატა ქროლვას, წვიმით აივსო ყველგან ტევრები შემოდგომაა, ირევა გარეთ, ზეიმისა და სევდის ფერები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი