ბედისწერა


მე აქ უჩინარად ვბორგავ,
შენ ხარ ჰორიზონტის მიღმა.
რადგან მომაშავეს დოგმა-
ვერასდროს გავარკვევ,ვინ ხარ.
როგორ შევეგუო დღეებს,
სადაც დაიკარგა ნდობა?
სული შევაფარე ხეებს,
ახლა მინდა თანადგომა.
ახლა ასაფრენად მზად ვარ,
მაგრამ დამეკარგა ფრთები,
მოდი თუ მიპოვი სად ვარ,
სად გავიელვებ და ვკრთები.
ახლა ვეღარაფერს შევცვლი,
არის ყველაფერი გვიან.
დარჩი ჰორიზონტის მიღმა,
ამას ბედისწერა ჰქვია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი