სვეტიცხოველს


სვეტიცხოველს

ძელი კი არა შენ ხარ ცხოვრება,
შენ ხარ მირონის სათავე წმინდა.
ნეტავი ვის არ ემახსოვრება
პირველად მადლი სად გადმოდინდა.

ძელი კი არა საფუძველი ხარ,
ყველა ქართული სიწმინდის დედა,
ვერ დაგამარცხა ვერცერთმა ძალამ,
თუმცა ხიფათი ფეხდაფეხ გსდევდა.

დაგვლოცე კვლავაც სვეტიცხოველო,
გული არასდროს რომ არ გეღლება
და სიყვარულზე ისე მღერიხარ,
ხმაში მირონის სუნთქვა გეღვრება.

ქართული მიწის წმინდა ყვავილო,
ხარობდეს შენი შემომწირველი,
ამ გულში რაც არ უნდა გავივლო,
შენი დიდება არის პირველი.

შენ ხარ სინათლე, ღვთის მადლით ბრწყინავ,
შენი დიდება ადის ზეცამდე,
სიტყვაც ვერ გითხარ შესაფერისი,
თუმც ღმერთმა იცის, ბევრი ვეცადე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი