რაღა დროს ქარში სიარულია
რაღა დროს ქარში სიარულია, წლების სიმრავლით, ძვლები ცახცახებს და როგორც ექო დაცლილ ოთახში, სისხლი საკუთარ ხმაურს გასძახებს. მოირგებს სახე ათასგვარ ნიღაბს, თითქოს სიბერის ფაქტებს დამალავს, მაგრამ ნიღაბშიც ჟონავს სისველე, როცა ცრემლები ღაწვებს დანამავს ვერ იტევს მიწა ცას ვარსკვლავიანს და ღამღამობით ჩუმად თენდება, მე ყიველ დილით ვიტეხავ სიზმარს, რომელიც ყოველ ღამით მთელდება. მიწევს ატანა ოთხი სეზონის, ხან ძლიერ ცხელის, ხან ძლიერ ცივის, ქუჩის გადაღმა სიბერეს ვხედავ, თვალმოჭუტული დგას და დამცინის. დააგელვებენ ქარები დღეებს, გადავითვალე პულსის რითმები. რა ვქნა, მიწა ვარ, ეს ზუსტად ვიცი და ისევ მიწად გარდავიქმნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი