მეგობარს - ზაზას.


შემოგიტია ალბათ წლებმა და უსპეტაკესი სითეთრით გმოსავს,
გადაიფიფქე დარდებით თმები,
არ დაელოდე დეკემბრის მოსვლას.

ასეა ძმაო და მეგობარო,
წლები და ხანა ითხოვს თავისას.
„ძველებისაგან“ გამიგონია;
„არ დაბერდესო, მტრის და ავისას.“

რამდენჯერ თავის რწმენა შემმატე,
თუმც ყველაფერში არ ვარ ყოჩაღი.
და ისევ შენი კაიკაცობით,
ჩემად მივიღე შენი ოჯახი.

ვინ წაგართმევდა, რა წაგართმევდა,
ის რაც შენია, ის რაც შენშია.
ჩვენ რაზე აღარ გვისაუბრია და ერთი სიტყვაც კი არ შეგშლია.

ალბათ რარიგად გტკიოდა ჩუმად,
დღეები ძნელად გადასატანი,
თმებში იმ დღეთა ნაფეხურია
და ახლა თმებით დაგაქვს ზამთარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი