შევაჩვენე, შევრისხე.


შევაჩვენე, შევრისხე 
ღამის ყველა დარდი,
ფანჯრის თავზე მოვხსენი
უსახური ლანდი.

გავიტანე სახლიდან
არეული ხმები,
შევისწორე სარკეში 
გვერდზე მიმოხვრები.

ბუხრის მილში ავუშვი
მტკივნეული სუნთქვა,
ყველა შემოვიცილე მარტო დავრჩი სულ მთლად.

ახლა ვეღარ ვიხსენებ, 
ჩემ თავს ასე რად ვსჯი,
ამ უქარო ღამეში
მარტო რატომ დავრჩი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი