ვერ ვინარჩუნებ სიცივეს


ვერ ვინარჩუნებ სიცივეს, ვით მიუვალი მთები,
ნაზამთრალ სხეულს მოვათრევ და ნაპერწკალით ვთბები.

გულის კუთხეში მივიდგი, ლოცვების მცირე ყუთი,
სადაც ყოველთვის ახლოა, გამზადებული ყულფი.

განა დიდი ვარ? არც ისე
ფეხზე ვდგები და ვწვალობ,
სიყვარულით და ლოცვებით ყულფის გამოხსნას ვსწავლობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი