შენი ნასროლი სიტყვა
შენი ნასროლი სიტყვა, სისხლისგან უღვთოდ მცლის, და გაფიქრებაც მისი, ტანში მზარავს და მცრის. გამოვეკიდე ღრუბლებს, ტკივილი გულში ზის, არ წყდება წვიმის ძაფი, ნახვას ვესწრაფვი მზის. შენი ნასროლი სიტყვა მიზანში ზის და მწყინს. გარეთ კი, როგორც გულში, გადაუღებლად წვიმს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი