ფერდაკარგული ღამის წყვდიადში.
ფერდაკარგული ღამის წყვდიადში, ხმის ჩახლეჩვამდე ყვირის სიჩუმე, მე კი პირველად, გაჩენის დღიდან, საკუთარ თავთან ისე ვიჩხუბე, რომ დავივიწყე ყველა სტრიქონი, ღამეს მოვხვიე ხელი მჭიდროდ და ისევ თავიდან გადავიხსენი, შეხორცებული ყველა ჭრილობა... ახლა იმდენად გადავსხვაფერდი, აღარ მეტყობა ძველი ნაკვთები, და როგორც სანთელს - თეთრი ფარვანა, ჩემსავე სხეულს ხელში ვაკვდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი