მითხარი სიტყვა
მითხარი სიტყვა, წამლად სამყოფი, სანამ ძარღვებში სისხლი ხურდება. მითხარი რამე დაუვიწყარი სიტყვა, რომელიც არ გახუნდება. არ დაუჯერო არავის, არა, პირველად სიტყვა მითხარი, მიდი. სიტყვა, რომელიც იყო ღმრთის თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი. მითხარი, რადგან ამ ქვეყანაზე სტუმრად მოსულნი, მივდივართ წყნარად და ამ დროებით წუთისოფელში, ჩვენგან - სიტყვები რჩებიან მარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი