აჰა, აღვმართე ჩემი ალამი


აჰა, ავღმართე ჩემი ალამი,
ავღნიშნე ქვეყნად ჩემი გაჩენა,
დღეს რასაც იტყვის ჩემი კალამი,
ალბათ ჩემს შემდეგ თქვენთან დარჩება.

ყოველ წელიწადს ძველ სახურავზე,
იფარფატებენ თეთრი ფიფქები,
და ეს ლექსები დაგრჩებათ მარად,
როცა მე თქვენთან აღარ ვიქნები.

გვირილებს დამჭკნარს და უდღეურებს,
დამიტოვებენ მწარე სევდებით,
თქვენ კი გადაშლით, ჩემს ძველ რვეულებს
და ამ ლექსებით გაგახსენდებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი