მე ვიცი რასაც მალავენ ფსკერზე


მე ვიცი რასაც მალავენ ფსკერზე
თვალები, შენი უძირო ტბები.
გაშმაგებული, მჯიღს ვიცემ მკერდზე
და საკუთარი კანიდან ვხტები.

ჩემი სიცოცხლე მიაქვს განთიადს,
თავს ვიხრჩობ შენი თვალების ტბაში.
შენი თვალები კი მზედ ანთია
დილით, ბალიშზე დაბნეულ თმაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი