ამხანაგებს
ჰო, იყო დრო და წმინდანებს ვგავდით, გულში არ გვქონდა ავი ზრახვები, ირგვლივ სიკეთეს და ღიმილს ვრგავდით, სამამ არ შეგვხვდა „გადასახვევი“ მერე ვინ საით წაიღო ქარმა, ვის დაეწია ბედი - ავსული, გაჰყვა და გაჰყვა დღეები დღეებს... დარჩა და დარჩა უკან წარსული დრომ კი დაკარგა შეგრძმება დროის, გაქრა ბავშვობის ძველი ვნებები, შემოეძარცვა გონებას ხნიერს, წარსულის ტკბილი მოგონებები. ფოთოლგაძარცვულ ხეების მსგავსად, ცარიელ ტოტებს გვისველებს თქეში და ველით ზამთარს, როგორც ხეები კვირტებს ელიან აპრილის თვეში. გარდასულ დღეებს, როგორც ძველ ფრესკებს, ვერ ვეხები და შორიდან ვუმზერ. ზოგჯერ ტკივილი აყრუებს ქვესკნელს და ამ ჩემს ლექსებს ვიფარებ სულზე. ჰოი, რამდენი წელი გასულა, რამდენს ვერ ავცდი გაბასრულ ისარს. მივდივარ, თითქოს წელაგამართული და ჩემი ჯვარის სიმძიმე მსრისავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი