დეკემბერია
დეკემბერია და არ თოვს ჯერაც, ფანტელს ელოდება სამყარო. ფანტელს ელოდება ჩემი მზერაც, თოვლში ტოტები რომ დავხარო. დაორთქლილ ფანჯრის მინას შევცქერი და ფიქრი ფიფქებივით მოზავდა, თუმცა იმ გაზაფხულს მეც ვერ ვიტან, მწვანე სევდებით რომ მმოსავდა. აწმყო წარსულისგან დანატოვარ პატარა ნაოჭებს მისწორებს, იმედი ნუგეშად დამათოვა, გამართულ ნაბიჯებს მიწონებს, და ველი დაორთქლილ ფანჯარასთან, დეკემბრის ქათქათა ნაბიჯებს თოვლი კი ჯერ არსად, არსად არ სჩანს და ეს მოლოდინი მაგიჟებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი