ექსპრომტი გიო გოლიაძის ლექსზე
შეაგროვებს ქარი ღრუბლებს, რითმთა ტყვეო, ფრთოსანო, ეს ზამთარიც მოგაფიფქავს პოეტურად, მგოსანო. მერე სდიე თეთერ ფანტელებს, თოლიების მახლობლად, სდიე, სანამ შემოდგომა ჩუმად მოგიახლოვდა. სანამ ტალღებს გაჰყოლია, ზამთრის მწველი სიცივე, მზის ათინათს დაეწაფე, დარდი ჩამოიცილე. გაუწოდე ხელი ზამთარს, თეთრკაბიან დედოფალს, თორემ მოვა გაზაფხული, ხეებს მწვანედ შეფოთლავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი