არ ეღირსება სულს განკურნება


არ ეღირსება სულს განკურნება,
დამთავრდა ღამის წირვა.
მიწას სისხლივით დაეპკურება,
ჩემი ლექსების წვიმა.

ხელები ცისკენ ამიწევია,
და მეწვის სული, ხორცში ჩაკლული,
რამდენი ლექსიც დამიწერია
იმდენჯერ ვიყავ ჯვარზე გაკრული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი