მიწავ
ჩემი ძვლები ვახშმად რას გეყოფა, მაგრამ შემოგწირავ მცირე ლუკმას, გული თანაგრძნობას აღარ ითხოვს, რადგან უკანასკნელ რითმებს უკრავს. მიწავ, იმედო და მარჩენალო, ზოგჯერ რა ცივი და უძღები ხარ, როცა ლეშს იხუტებ გარდაცვლილთა, ნეტავ იავნანას თუ მღერიხარ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი