მეგობარო
მეგობარო, შენით ვიწყებ ისევ, ამ სტრიქონის წერას. ვერ ვიშლი და კვლავ ვაგრძელებ, შენი გზისკენ ფიქრით ცქერას. ჩემთან უკვე ზამთარია, მაგრამ თოვლი არსად არის, გზას ვუმზერ და მენატრება სითბო, ჩემი მეგობარის. შევნატროდი ქარებს ფრთამალს, ღრუბლები რომ ცად ატარა, გამიჭირდა შემოდგომის უშენობით გადატანა. შევალესე დარდი ღრუბლებს, მან კი წვიმის ცრემლი ღვარა, მე ისევე შენს გზებს ვუმზერ, თვალი მზერით დამეღალა. ეს ზამთარიც უშენობით მიიხურავს თოვლის კარებს, მერე მოვა გაზაფხული, ვინ ოხერი დააკავებს. დადნეს თოვლი, რას დავეძებ, გადაებას დარსა დარი, დადნეს თოვლი, სადაც შენი ნაკვალევი არსად არი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი