თითეოს არ ხდება


თითქოს არ ხდება 
სულ არაფერი,
ისე თენდება, 
ისე ღამდება.
ადრე რომ დარდებს
თვითონ ვაბნევდი,
ახლა ლექსები 
მცვივა დარდებად.

ახლა სხვაგვარად
მოდის ზამთარიც,
და მეც სხვაგვარად,
სხვაგვარად მცივა
და ეს დარდები,
ლექსად ნაწვიმი,
იკინძებიან 
ყინულის მძივად.

და ვიპარები 
სულის ფანჯრიდან,
მაგრამ მკვლელობა
თავს ვერ იმართლებს,
რომ შევერიო
მარადისობას,
როგორც სიბნელე
ერწყმის სინათლეს.

რადგან უთოვლო
ზამთარს ვერ ვკვალავ,
კვლავ ვუბრუნდები
საწყისს ამჯერად.
გვედრებ, სხვა ცოდვებს
ნუღარ მომკითხავ,
მე პოეტობაც 
მყოფნის სასჯელად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი