მოდის ზამთარი
მოდის ზამთარი, ღრუბელსაც სცივა ცაში, მიწაზე უშვებს თეთრი ფიფქების ფარდებს, ნეტავ როგორი ზამთარი მოვა მაშინ, როცა იმქვეყნად გამაყოლებენ ვარდებს? მოდის ზამთარი, ყველაზე სუფთა ფიქრით, მიწას უგრილებს გავარვარებულ წიაღს, გადავდგა მინდა ერთი ნაბიჯი იქით, საითაც ამ თოვლს ჩემი ფიქრები მიაქვს. თოვლმა დაფარა მამისეული ოდა, ფიფქების ფარდა ჩამოიფარა სახლმა და რაც დავტოვე, სულ ერთი ნატვრა მქონდა, თოვლში მინდოდა ერთხელ იმ ეზოს ნახვა მოდის ზამთარი, ფიფქი ფეხდაფეხ მასწრებს, მოდის და მათოვს, მხრებზე, ხელებზე, თმაში... ნეტავ როგორი ზამთარი მოვა იმ წელს, მე რომ ამქვეყნად აღარ ვიქნები მაშინ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი