დამტრიალებდა თავზე


დამტრიალებდა თავზე გრიგალი,
მსურდა ცოდვები ჩამომერეცხა

და სანამ ჩადგა ეს ქარიშხალი
მე ყველა ტოტი ჩამომელეწა.

ხედავ? დამტვრეულ
დაკოჟრილ ტანზე,
ჩამაცვეს ზამთრის
თეთრი პერანგი,

სანამ შენამდე
მოვიდოდი და
სანამ ხაბარდას
შემიკერავდი.

ზამთრის უგრძელეს
სიზმრების მოვლით,
თოვლში ათასი დარდი მიწყვია.

ვიგონებ, როგორ ვიარე დღემდე
და აღარ მახსოვს დღეს რა რიცხვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი