შობა


მოვდიოდი შენისლული სევდით,
ეს რა გრძელი და რთული გზა მერგო,
მომიტევე ცოდვით სავსე წლები,
ჩემს გულშიაც დაიბადე, ღმერთო!

მზე დაწვა და მთვარე შობა ღამით,
ცისკრის ვარსკვლავს უელავდა თვალი.
მე კი გზები მეძნელება, ღმერთო,
აღარა მაქვს სიარულის თავი.

ღამე დადგა, სასწაულის ღამე,
ცაზე ცისკრის თეთრი შუქი ენთო,
ალილო და ქრისტე იშვა ბეთლემს,
ჩემს გულშიაც დაიბადე, ღმერთო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი