უნდა შემიძულო
უნდა შემიძულო, სხვა გზა აღარ გრჩება, ორჯერ ვერ მოიკლავ თავს და გაგიჟდები. უნდა შემიძულო, სანამ ცოცხალი ხარ და სიცოცხლის ფასად, ორჯერ დაგიჯდები. რა ვქნა, ვერ ავსწიე ჩემი მძიმე ჯვარი, ისე შევეჭიდე მიწას, გაუმაძღარს. შენს დარდსა და წუხილს, ჩემს ვერდავიწყებას, ვერგაგონილ ქვითინს ზეცა აულანძავს. ყოველ დილით, პეშვით ვაქცევ, უიმედოდ, გამომშრალი მზისგან ჩამოწურულ სხივებს. არ გაღვივდა თესლი სანამ წვიმდა ციდან ახლა ყინვებია, რაღა გააღვივებს. ტანჯვად გადამექცა, ის, რაც ვერ ვიტვირთე გული მეც მაქვს, მაგრამ რკინად ვერ ვაქციე ჰოდა შემიძულე სანამ ძალა გერჩის, სანამ თავს მოიკლავ, ზურგი შემაქციე! დროგადაჭმულ დარდებს, უფრო გაუძლებ და აღარ გაგიხმება გულის ნარინჯები. უნდა შემიძული, სხვა გზა აღარ გრჩება, ორჯერ ვერ მოიკლავ თავს და გაგიჟდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი