გზები ჩემამდე არ მოდის
გზები ჩემამდე არ მოდის, ნუ მთხოვ, რომ ეს სამყარო შემოგატარო. სულ შენზე ვდარდობ, თორემ მე, იქნებ წლევანდელ შობას ვერ მივატანო. მალე შემიპყრობს უიმედობა, რომ ვერასოდეს ვეღარ გიპოვნი და მოთიბული გვირილებივით, ეცემა ჩემი ყველა სტრიქონი. ხის ფესვებივით ვეძებ ნიადაგს, ვებღაუჭები მიწას თითებით, ახლა რამდენიც არ უნდა მწყევლო, ვერ დაგივიწყებ ვერასდიდებით. ვიცი, ჩემამდე გზები არ მოდის, შეუხორცებელ ტკივილს ვაყუჩებ მტვრიან გზებზე და ვიწრო ბილიკზე, სისხლით დაწრეტილ სხეულს ვაქუჩებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი