ცის დარდი


შეხე, ცის დარდი მოჰყვება ფანტელს,
როცა ვერ ტირის, დარდებს ათოვებს
და ღამით, როცა სუყველას სძინავს,
დარდებს მიწაზე თეთრად დატოვებს.

გავეგებები ხელისგულებით,
თოვლის ფანტელის ნარნარ კლავიშებს.
შემხვდება ვინმე: ურჩი, თავნება
და ცის დარდების გუნდებს დამიშენს...

ვეღარ იტვირთა ზეცამ ტკივილი,
საშველად მიწისათვის მოეხმო.
ამდენი დარდი თუ იყო ცაში,
აქამდე როგორ არ ჩამოემხო?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი