სადღაც, ოდესღაც, მომიღებს ბოლოს
სადღაც, ოდესღაც მომიღებს ბოლოს, ბედთან ჭიდილი და თავნებობა, ბევრჯერ მომისწრო სულზე ვიღაცამ და გზაზე ფარად გადამეღობა. ნუ მკითხავ, რად ვარ დაღონებული, ნატყვიარი და გადარჩენილი, სისხლი პეშვში მაქვს ჩაგროვებული, სული კბილებით მყავს დაჭერილი. დონორი არ ჩანს და ამიტომაც, გადასარჩენად ზოგჯერ რისკავენ, გამხმარ მკლავებზე ვენებს ეძებენ და სისხლის ნაცვლად ლექსებს მისხამენ. არ დავნებდები, სიკვდილის მკლავებს, კიდევ მოვასწრებ ცაში ახედვას, სანამ კბილებით მიჭირავს სული, და პოეზია, ძარღვებს დახეთქავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი